пятница, 1 апреля 2016 г.

რეფლექსია

                                              დღე  პირველი
 ტრენინგის  პირველი  დღე   საინტერესო  იყო  იმით,  რომ გავეცანი  ელექტრონულ  სახელმძღვანელოს. ვისწავლე  მასზე  მუშაობა. გავეცანი  სხვადასხვა   სახის  პროექტის  გეგმებს.ვისწავლე  როგორ  შევქმნა  პროფესიული  საქაღალდე. გავეცანი  21- საუკუნის  უნარჩვევებს,რომლითაც  ვიხელმძღვანელებ  პროექტზე  მუშაობის  დროს.
       
                                               დღე  მეორე
ინტელის  ტრენინგის მეორე  დღეს  ვისწავლე ბროშურის    შექმნა.გავეცანი  თუ  როგორ  დავსვა  კონკრეტულ  თემასთან  დაკავშირებით  საკვანძო  კითხვები.ეს  იქნება  ზოგადი,
თემატური თუ  შინაარსობრივი.მივიღეთ   საშინაო  დავალებები. იმედია  დავალებას  თავს  გავართმევ.
                                                               
                                             დღე  მესამე
ტრენინგის  მესამე  დღე  უფრო  რთული  აღმოჩნდა .ბროშურა  შევცვალე  და  როგორ  გავაკეთებ  დამოუკიდებლად  არ  ვიცი.ინგლისური ენის  არ ცოდნის  გამო  ვორდში მუშაობა  მიჭირს.ტრენინგი  ძალიან  მომწონს  ეხლა  მეძნელება  მაგრამ  ვიცი,  რომ  მომავალში  ძალიან  დამეხმარება მუშაობის  პროცესში.დღევანდელი  დღე  იმით  იყო  საინტერესო , რომ  ვისწავლეთ  როგორ  უნდა  გამოვიყენოთ პროექტზე  მუშაობისას  შეფასების  მეთოდები  და  საშუალებები.დღევანდელი  დღეც  დამთავრდა  მომავალ  შეხვედრამდე.


                                       დღე  მეოთხე
 ტრენინგი  რთულია, მიჭირს.მაგრამ  თავს  ვართმევ  ასე თუ ისე.დღეს  ვისწავლეთ  გუგლის დრაივზე  ინფორმაციის  ატვირთვა, ატვირთული  ინფორმაციის  გაზიარება. ვისწავლეთ  გუგლის  ფორმების  მიხედვით  ონლაინ  ტესტის  შექმნა.ძალიან  დავიღალე
მომავალ  შეხვედრამდე.
                                       
                                                 
                                               დღე  მეხუთე

დღეს   გავეცანით  ვებ  გვერდების  სანდოობას, შევქმენით  ელექტრონული   პორტფოლიო  ბლოგზე. ვისწავლე  ელექტრონული  პორტფოლიოს  გაფორმება.ძალიან  დავიღალე  და  ვეღარ  ვაზროვნებ მომავალ  შეხვედრამდე.
                                           
                                           
                                             დღე  მეექვსე
ვიმუშავეთ  მოსწავლის  ნამუშევრის  პრეზენტაციაზე.ჯგუფური  სამუშაოს შეფასების  რუბრიკაზე  ჯგუფებში.ძალიან  საინტერესო  იყო დღევანდელი  დღე.გმადლობთ  ყურადღებისთვის.
   
           
                                               დღე  მეშვიდე
დღეს  გავეცანით მასალების  ლეგიტიმური  გამოყენების განმსაზღვრელ  ფაქტორებს.
გავეცანით  პროექტის  პრეზენტაციის  სტრუქტურას.ვიმუშავეთ  საავტორო  უფლებების  დაცვაზე.

                                           
                                                 დღე  მერვე

    დღევანდელი   დღეც  ნაყოფიერი  აღმოჩნდა  ვისწავლეთ   დიადრამების  გაკეთება .
     ავაგეთ  წრიული, 3  განზომილებიანი და  გრაფიკული  დიაგრამები.სლაიდების  მუსიკალური  გაფორმება,ვიდეოს  ატვირთვა. ეს  ტრენინგი  ძალიან  ნაყოფიერი  აღმოჩნდა.მადლობა  ბატონო  ირაკლი  მომავალ  შეხვედრამდე.





                                        დღე  მეცხრე

  დასრულდა  ტრენინგი. ჩემი  მოლოდინები  გამართლდა  კი არა  და  გადააჭარბა. ძალიან  ბევრის  მომცემი  იყო  ტრენინგი. კომპიუტერთან  მუშაობა  მიხარია.  რაც  შეუძლებლი  მეჩვენა  ვისწავლე  და  ეს  ძალიან  მიხარია.შესწავლილის  დანერგვა   დავიწყე  პრაქტიკაში,ამისთვის   დიდ  მადლობას   მოგახსენებთ   ბატონო  ირაკლი. უღრმესი  მადლობა  ყველაფრისთვის,იმისთვისაც  რომ  მოთმინებით  გვისმენდით  და  გვასწავლიდით.კარგად  ბრძანდებოდეთ   მადლობთ  ყურადღებისთვის.